“სრულიად ოპოზიციური სპექტრი ქუთაისიდან უერთდება თბილისში დაგეგმილ აქციას”


ავტორი
Front News საქართველო
თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ აქციას ოპოზიცია იმერეთიდანაც შეუერთდა. ქუთაისში, ასობით ადამიანი დილით, სპორტის სასახლესთან შეიკრიბა და ავტომსვლელობით თბილისისკენ დაიძრა.
"დღეს ბრძოლის ხაზი დედაქალაში, რუსთაველზე გადის. სწორედ ამიტომ, იმერეთიდან, ქუთაისიდან ასობით ადამიანი უერთდება ამ აქციას. მთავარი მოთხოვნაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ამ ქვეყანაში და რაც მთავარია, ყველამ ერთად უნდა დავასრულოთ ბოლშევიზმი. ის საბჭოთა სურნელი უნდა გავფატროთ, რომელიც ივანიშვილმა საქართველოს თავზე შეყარა",- განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე მიიჩნევს, რომ ეს არ არის პარტიული აქცია და მასში თითოეული მოქალაქის ჩართულობა მნიშვნელოვანი და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გადამწყვეტია.
"სრულიად ოპოზიციური სპექტრი ქუთაისიდან უერთდება თბილისში დაგეგმილ აქციას. ეს არის ბრძოლა ერთი მხრივ დეოკუპაციის წინააღმდეგ, მეორე მხირვ ჩვენი მომავლისათვის. ჩვენ ვემშვიდობებით ძალადობრივ სისტემას, რომელიც 30 წელიწადია გვჭამს და მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ წვლილი ამ ბრძოლაში. საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გაითავისოს, რომ ეს არ არის ბრძოლა პარტიებს შორის და არჩევანის გაკეთება მათ შორის, ეს არის ბრძოლა ჩვენი მომავლისთვის. რაც უფრო მეტი ადამიანი გამოვა და დააფიქსირებს თავის პოზიციას, მით უფრო მალე გათავისუფლდება ძალადობრივი უსამართლო მმართველობის რეჟიმისგან საქართველო და გადავა ცივილურ, დემოკრატიულ მმართველობაზე"-განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.
აქცია-მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით დღეს, 26 თებერვალს, 13:00 საათზე დაიწყება. ოპოზიცია პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს