
ავტორი
Front News საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მეცოსოპრანო ნინო სურგულაძეს და სხვა ქართველ და იტალიელ საოპერო მომღერლებს უმასპინძლა.
“ნინო სურგულაძე იტალიელ კოლეგებთან ერთად, მის მიერ დაარსებული ფონდის, “ნატვრის ხის“ ორგანიზებით 27 სექტემბერს, – ჯვართამაღლების დღეს საქველმოქმედო კონცერტს გამართავს და შემოსული თანხით უკრაინელ და ქართველ ბავშვებს დაეხმარება.
შეხვედრაზე სტუმრებმა სხვადასხვა ოპერიდან არიები შეასრულეს და გულთბილი მიღებისათვის დიდი მადლიერება გამოხატეს.
მისმა უწმინდესობამ კონცერტის წინ მონაწილეები დალოცა და წარმატებები უსურვა”, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს