
ავტორი
Front News საქართველო
დმანისში მომხდარ დაპირისპირებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე გარე ძალების მართულად მიიჩნევს.
"გამომდინარე იმ გარემოებებიდან, რაც ჩვენ ვიხილეთ, ადგილზე რომ ჩავედით, დაველაპარაკეთ ამ ხალხს, სრულიად ცხადი გახდა, რომ გარედან იყო ინსპირირებული რაღაც ძალის მიერ, ამ კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადასვლის მცდელობა. ძალიან სამწუხარო იქნება თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ, დროულად აღვკვეთოთ მსგავსი ტენდენციები ხოლმე.
ვერ დავასახლებ ამ ძალას, იმიტომ რომ გამოვა რაღაც ვარაუდები, რომელიც შეუფერებელია ახლა რომ ვთქვა. ვაკეთებთ ამ დასკვნას, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მოსახლეობაში განწყობა სრულიად შეუფერებელია იმ დაძაბულობისა, იმ ვნებათაღელვისა, რაც ჩვენ ვიხილეთ", – განაცხადა ჯაღმაიძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს