სსსტც „დელტაში“ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალებში COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა, სადაც ცენტრის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ.
ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორში მდებარე თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და ქუთაისის სამედიცინო ცენტრში. გარდა ამისა, თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, ვაქცინაციისთვის დამატებითი ლოკაციები შეიქმნა. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს ვაქცინაცია საკუთარი სამსახურის ლოკაციის მიხედვით შეუძლიათ.
ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თავდაცვის ძალების, დაახლოებით, 25 პროცენტი აცრილია, მაჩვენებლი კი, მზარდი.
თაგები:
აცრა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს