სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაჭრილები

ავტორი
Front News საქართველო
სტამბოლის ცენტრში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიჭრა.
ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებაც, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ უცნობია.
“დღეს, დაახლოებით 16:20 საათზე ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. ადგილზე ჩვენი პოლიცია, სამედიცინო სამსახური, მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული. არიან მსხვერპლი და არიან დაშავებულები. დეტალები საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – განაცხადა სტამბოლის გუბერნატორმა.
შემთხვევის ადგილზე ათეულობით სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული, ტერიტორია სამართალდამცველებმა შემოსაზღვრეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


