სტარმერი – დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოვხატავ


ავტორი
Front News საქართველო
დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოვხატავ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა.
სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მომავალ კვირას, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უკრაინის სუვერენიტეტის მნიშვნელობას განიხილავს.
სტარმერმა კიევისადმი ბრიტანეთის „ურყევი მხარდაჭერა“ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უკრაინა უნდა იყოს ომის დასასრულებლად ნებისმიერი მოლაპარაკების ცენტრში“.
სატელეფონო საუბრისას, სტარმერი და ზელენსკი “შეთანხმდნენ, რომ ეს მნიშვნელოვანი მომენტია უკრაინისა და ზოგადად ევროპული უსაფრთხოების მომავლისთვის“.
სტარმერმა ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინის სუვერენიტეტის დაცვა აუცილებელია რუსეთის მხრიდან მომავალი აგრესიის შესაკავებლად.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გააგრძელებს ამ მნიშვნელოვან განხილვებს მომდევნო დღეებსა და კვირებში, მათ შორის მომავალ კვირას, ვაშინგტონში, ტრამპთან ვიზიტისას.
თაგები:
კირ სტარმერი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს