სტარმერმა ზელენსკის უკრაინის მიმართ “სრული მხარდაჭერა” დაუდასტურა


ავტორი
Front News საქართველო
დიდი ბრიტანეთი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ქვეყანა ითანამშრომლებს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა.
დღეს, 1 მარტს, სტარმერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის დროს მან დაუდასტურა ზელენსკის, რომ მას აქვს “სრული მხარდაჭერა დიდ ბრიტანეთში”.
“ჩვენ ვიქნებით უკრაინასთან მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”, – აღნიშნა პრემიერმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთს და აღნიშნა, რომ კიევი მათ მხარდაჭერის იმედი აქვს.
“ნამდვილად, მე ვნახე ბევრი ადამიანი და მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, გაერთიანებული სამეფოს ხალხს, ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის ამ ომის დაწყებიდან, მადლობა თქვენ, თქვენს გუნდს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე გამოხატა კმაყოფილება, რომ დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III შეხვედრაზე დათანხმდა.
“ძალიან მოხარული ვარ, რომ მისმა უდიდებულესობამ მეფემ მიიღო ჩემი ხვალინდელი შეხვედრა და მადლობელი ვარ, რომ თქვენ მოაწყვეთ ხვალ ასეთი დიდი სამიტი. ჩვენ უკრაინაში ძალიან მოხარული ვართ, რომ გვყავს ასეთი სტრატეგიული პარტნიორები, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ თქვენთან ისტორიულ დოკუმენტს”, – განაცხადა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს