Logo

სტეფანე მღებრიშვილი კოლეგებს მიმართავს

საზოგადოება
1288
Frontnews image description

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი კოლეგებს მიმართავს.

 

“დაგვიკავშირდა “შუაგული” და შევთანხმდით 13 აგვისტოზე. რეკლამები ჩაეშვა… მეც დავბუსტე… ეს რიცხვი აქტუალური არტისთვისთვის ზაფხულის ყველაზე მომგებიანი რიცხვია ზღვის სეზონზე. ამის გამო ძალიან მაგარი შემოთავაზეზები დავკარგე (დამეთანხმებიან კლუბების მენეჯერები, რომლებთანაც ვერ შევთანხმდი ამ დღეზე) 14-ში უნდოდათ ბათუმში, რაზეც უარი ვთქვი, მეგონა ზედიზედ ესეთ შორ მანძილზე ვერ გავქაჩავდი კონცერტებს…

 

მე ისედაც სეზონზე ორ კონცერტზე მეტს არ ვაკეთებ.

 

ხო და გუშინ დამირეკეს “შუაგულიდან” ვეღარ ვაკეთებთ კონცერტსო… ისაო, ესაო, მაგრამ ჩამოდი აქ ადგილზე უნდა დავილაპარაკოთო…

 

ბათუმუდან ჩამოვედი ძალიან დაღლილი და შუაგულში უნდა ჩავსულიყავი 40 კმ წინ და 40 კმ უკან…იმდენად დაღლილი ვიყავი, დავურეკე, რომ იქნებ გადაგვედო ჩასვლა, რადგან ძალიან შორს არის და მაინც ვაუქმებთ კინცერტს.

 

– არაო, გინდა თუ არა ჩამოდიო…

 

რაღაც წარმოუდგენელ ლაბირინთებში მივაგენი ძლივს და თურმე უარი პირისპირ უნდა ეთქვათ… :))

 

ჩემი პოსტი იმაზეა, ჩემო კოლეგებო, რომ ჩემსავით კონტრაქტის გარეშე არ დაგოიმდეთ, ნაცნობ ივენთ მენეჯერებთანაც კი…

 

რაც შეეხება მაგ ადგილს, არ გირჩევთ საქმიან ურთიერთობას.

 

ჩემთვისაც კარგი გამოცდილება კი მივიღე, მაგრამ მაღალ ფასად.

 

მოკლედ 13-ში “შუაგულში” კონცერტი არ მექნება და იმედია არც არასდროს მანდ არ მექნება.

 

ვისაც თიკეთზე გაქვთ ნაყიდი ბილეთები, მალე დაგიბრუნდებათ თანხა უკან”, – წერს მღებრიშვილი სოციალურ ქსელში

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები