Logo

“სტიკერების – “რუსეთი მტერია!”, “ოკუპაცია გრძელდება!” გაკვრის დროს ხელის შეშლა სირცხვილია”

საზოგადოება
466
Frontnews image description

არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" სტიკერები წარწერით: "რუსეთი მტერია", "ოკუპაცია გრძელდება" ქუთაისში, სხვადასხვა ადგილას გააკრა. 

ორგანიზაციის წარმომადგენლის თორნიკე ბარათაშვილის თქმით, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციისა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლებმა, სტიკერების გაკვრისას ხელის შეშლა სცადეს. 

ბარათაშვილის თქმით, მსგავსი ქმედება, მით უმეტეს, ოკუპაციის 100 წლისთავზე სირცხვილია.

"როგორც ყოველ 25 თებერვალს, სტიკერები დღესაც გავაკარით წარწერით: "რუსეთი მტერია!", "ოკუპაცია გრძელდება!". ამას ვაკეთებთ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და მსგავსი აქტივობები მოქალაქეობრივ ვალად მიგვაჩნია, თუმცა მერიის მიმდებარე კიბეებთან, სტიკერის გაკვირისას (რასაც აქამდეც ვაკეთებდთ და მომავალშიც იგივეს ვიზამთ) საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გაგვაჩერეს და "კანონის დარღვევის ხელშეშლის" მოტივით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სცადეს. "პიროვნების დადგენის მიზნით" გამოიძახეს დამატებითი ეკიპაჟი. ადგილზე მოვიდა მერიის ადმინისტრაციული სამსახურიც, რომელსაც სასამართლო დავა იგივე სიბრიყვის გამო, ორჯერ მოვუგეთ და ახლა მიმდინარეობს მსჯელობა დაჯარიმებასთან დაკავშირებით. მივიჩნევ, რომ პატრულის მოქმედება სამარცხვინოა და კარგად ავლენს "პროდასავლური ხელისუფლების" დამოკიდებულებას საკითხის მიმართ. სტიკერები გაკრულია! რუსეთი მტერია!", – აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ჯერ დაჯარიმებული არავინაა და საქმის კვლევა მიმდინარეობს.

თაგები:

Advertisement