
ავტორი
Front News საქართველო








6 თებერვლის სტიქიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით დააზარალა. ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა ათეულობით სახლს გადახადა სახურავი, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზმომარაგების ქსელი.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დილიდან, სტიქიის შედეგებს ადგილზე ეცნობოდა მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, რომელიც პირადად შეხვდა დაზარალებულ მოსახლეობას და დახმარება აღუთქვა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მთელი დღის განმავლობაში ჩართული იყვნენ მერის მოადგილეები: ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი მერიის შესაბამისი სამსახურების ჯგუფთან ერთად.
მუნიციპალიტეტის მერის დავალებით შექმნილმა კომისიამ ზარალის დათვლა უკვე დაიწყო.
სოფლებში დაზიანებულ ელექტროგადამცემი ხაზებსა და გაზმომარაგების ქსელზე ამ დრომდე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სოფლების უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი უკვე მიეწოდება.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს