
ავტორი
Front News საქართველო
ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის, რაჭაში სტიქიის ზონაში კონტაქტი 35 ადამიანთან ვერ ხერხდება.
მისივე თქმით, ამ მომენტისთვის სტიქიის ზონიდან გამოყვანილია და უსაფრთხო ადგილასაა ყველა ის ადამიანი, რომლებიც მაშველებთან ერთად იმყოფებოდნენ.
“ამ მომენტისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას, მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, გრძელდება სამაშველო ოპერაცია სრული მასშტაბით ვერტმფრენების გამოყენებით და რა თქმა უნდა, უშუალოდ მაშველების ჩართულობით. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებთანაც ვერ ხერხდება კავშირი, ამ მომენტისთვის 35 ასეთი ადამიანია. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება გადაზუსტება”, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ განახლებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
თაგები:
სტიქია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს