Logo

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეჩვიდმეტე დღეა, გრძელდება

Frontnews image description

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები მეჩვიდმეტე დღეა, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს.

 
სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 27 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, 25 იდენტიფიცირებული, 6 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

თაგები:

შოვი
Advertisement