
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა.
მეორე დღეა სტიქიის ზონაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა და სამძებრო ღონისძიებებს პირადად აკვირდება.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთორმეტე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ისე რიონისა და ჭანჭახის მდინარეების კალაპოტებში გრძელდება.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.
თაგები:
შოვი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს