სტოლტენბერგი – ბირთვული იარაღის გამოყენებას მძიმე შედეგები ექნება რუსეთისთვის


ავტორი
Front News საქართველო
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება უკრაინის კონფლიქტის ხასიათს შეცვლის.
“ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და არასოდეს უნდა აწარმოო. ეს არის გზავნილი, რომელსაც ნატო და ნატო-ს მოკავშირეები ნათლად გადასცემენ რუსეთს. ნატო-ს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი მიზანმიმართული თავდასხმა ნატო-ს მტკიცე და ერთიან პასუხს გამოიწვევს.
დასავლეთის საუკეთესო პასუხი პუტინისთვის იყო იმის გაგრძელება, რასაც აკეთებს ახლა: უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების მიწოდება. ეს არის საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ შეძლოს რეალურად გაათავისუფლოს და დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები.
ლიმანში წინსვლა ადასტურებს, რომ უკრაინელები პროგრესირებენ და შეუძლიათ რუსული ძალების უკან დახევა მათი გამბედაობის, სიმამაცისა და უნარების გამო, ასევე იმ მოწინავე იარაღის გამო, რომელსაც აშშ და სხვა მოკავშირეები აწვდიან. ეს ყოველ დღეს ცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე“, – განაცხადა სტოლტენბერმა “ენბისისთან” ინტერვიუში.
მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი თუ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, ამას მძიმე შედეგები ექნება რუსეთისთვის.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს