სტოლტენბერგი – ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია

ავტორი
Front News საქართველო
რისკი იმისა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე წავა, ახლა დიდი არ არის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ბირთვული ესკალაციის რისკზე, რის შესახებაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება.
“ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მან გაიხსენა, რომ ჩინეთმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს გაუგზავნეს სიგნალი, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება არ შეიძლება.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი




