სტოლტენბერგი – ჩინეთმა არ უნდა გადასცეს ლეტალური იარაღი რუსეთს

ავტორი
Front News საქართველო
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩინეთს მიმართავს, რუსეთს იარაღი არ გადასცეს.
სტოლტენბერგის თქმით, ამ დროისთვის ნატოს არ აქვს მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი ჩინეთიდან იარაღს მიიღებს, მაგრამ ალიანსში დაინახეს ნიშნები, რომ ეს საკითხი ქვეყნებს შორის შეიძლება განიხილებოდეს.
“ჩინეთმა არ უნდა გადასცეს ლეტალური იარაღი რუსეთს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ჩინეთის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტს პირადად უნდა დაუკავშირდეს.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი




