სტოლტენბერგი – დარწმუნებული ვარ, მონაწილეები დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი


ავტორი
Front News საქართველო
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით “პოზიტიური და ძლიერი სიგნალი” იქნება.
“ფორმულირებას იხილავთ რამდენიმე საათში, რადგანაც ახლა ვასრულებთ კომუნიკეს.
რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს იქნება პოზიტიური და ძლიერი სიგნალი უკრაინის წევრობის გზაზე”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, უკრაინა ბევრად უფრო დაუახლოვდა ნატოს და „დროა ეს აისახოს ალიანსის ყველა გადაწყვეტილებაში“.
“ჩვენ უნდა დავდგეთ უკრაინის გვერდით, სანამ ომი გაგრძელდება. ეს არის ალიანსის გზავნილი ომის დაწყების შემდეგ. უნდა გვახსოვდეს, რომ ომი დაიწყო 2014 წელს და 2022 წელს იყო შეჭრა. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას მას შემდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ წევრობის საკითხზე ჩვენი მონაწილეები დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში დღეს ჩავა.
ნატოს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი