Logo

სტოლტენბერგი – ისრაელის ომის მიუხედავად, ნატო გააგრძელებს უკრაინის დახმარებას

უკრაინა
14.10.2023 / 11:04
Frontnews image description

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, მიუხედავად ისრაელის ომისა “ჰამასთან”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

გენერალური მდივნის თქმით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ბოლო შეხვედრაში (რამშტაინის ფორმატი).

 

“და ნატოს ქვეყნებმა მტკიცედ განაცხადეს, რომ დიახ, ჩვენ შეშფოთებულები ვართ და რა თქმა უნდა, შოკირებული ვართ ისრაელზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმით, მაგრამ ეს არ შეაფერხებს ჩვენს შესაძლებლობებს, ჩვენს მზადყოფნას, ჩვენს გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მისი თქმით, ალიანსი ამას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც ადასტურებს.

 

“მხოლოდ ბოლო დღეებში ნატოს მოკავშირეებმა გააკეთეს ახალი მნიშვნელოვანი განცხადებები უკრაინისადმი მხარდაჭერის გასაფართოებლად. გერმანიამ გამოაცხადა საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, რომელიც მოიცავს თანამედროვე “პატრიოტის” სისტემებს, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და მრავალი სხვა”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

 

გასულ კვირას “ჰამასის” ისრაელში შეიჭრა და მშვიდობიანი მოქალაქეების და სამხედრო პერსონალის მკვლელობა და გატაცება დაიწყო. საპასუხოდ, ისრაელმა გამოაცხადა ოპერაცია ტერორისტების წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც “ცახალი” უკვე უტევს “ჰამასის” დისლოკაციის ადგილებს ღაზას სექტორში.

 

ამავდროულად, მედიის ცნობით, ისრაელმა შეერთებული შტატებისგან საჰაერო ბომბები და საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები ითხოვა.

Advertisement