Logo

სტოლტენბერგი – მინისტრები იმსჯელებენ, როგორ გაძლიერდეს საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას პრაქტიკული მხარდაჭერა

პოლიტიკა
1513
Frontnews image description

ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრები განიხილავენ, როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას პრაქტიკული მხარდაჭერა, ეს გახლავთ ნატო-ს სამი ღირებული პარტნიორი, რომლებიც რუსეთის საფრთხის წინაშე არიან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, მინისტერიალზე ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის და შეკავების გაძლიერებაზე, ასევე ინდუსტრიული შესაძლებლობების გაზრდასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე.

 

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მოკავშირეები გააძლიერებენ და გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას.

 

“უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ერთი წლის თავზე, პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის. ის ახალ შეტევებს იწყებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იმის მიწოდება, რაც მათ სჭირდებათ გამარჯვებისთვის, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა 14 და 15 თებერვალს გაიმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები