სტოლტენბერგი – მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც მას მოსაგებად სჭირდება


ავტორი
Front News საქართველო
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების დამატებით მიწოდებას აანონსებს.
მისი თქმით, უკრაინა დასავლეთის ქვეყნებიდან მძიმე შეიარაღების დამატებით მიწოდებას უნდა ელოდოს.
“მძიმე სამხედრო აღჭურვილობის შესახებ ბოლო დაპირებები მნიშვნელოვანია და მე ველოდები უფრო მეტს მალე. ჩვენ ომის კრიტიკულ ფაზაში ვართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც მას მოსაგებად სჭირდება”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
კიევი დიდი ხანია, დაჟინებით ითხოვს უფრო მძიმე შეიარაღების, მათ შორის ტანკების მიწოდებას, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა რუსეთის პროვოცირების შიშით ამ დრომდე თავს იკავებს.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს