სტოლტენბერგი – ნატო და ევროკავშირი უნდა გააქტიურდნენ და მეტი დაფინანსება გამოუყონ უკრაინას


ავტორი
Front News საქართველო
ნატოსა და ევროკავშირის მოკავშირეები უნდა გააქტიურდნენ და მეტი დაფინანსება გამოუყონ უკრაინას, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ მილოიკო სპაიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა მონტენეგროს უკრაინის მხარდაჭერისთვის, მათ შორის ნატოს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის მეშვეობით.
“ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა იმუშაოს ერთიანობის შესანარჩუნებლად. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისა და რეგიონის სტაბილურობისთვის”, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების ორ წელი ახლოვდება და მოკავშირეები კიდევ უფრო უნდა გააქტიურდნენ.
“ნატოსა და ევროკავშირის მოკავშირეებმა კიდევ უფრო მეტი დაფინანსება უნდა გამოუყონ უკრაინას ამ კრიტიკულ დროს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
გენერალური მდივნის თქმით, თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ მან კვლავ გამოიყენოს ძალა.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს