სტოლტენბერგი – ნატო მზად უნდა იყოს რუსეთთან ხანგრძლივი რთული ურთიერთობისთვის


ავტორი
Front News საქართველო
დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთთან ხანგრძლივი რთული ურთიერთობისთვის, უკრაინაში ომის დასრულებაც კი ამას ავტომატურად ვერ მოაწესრიგებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
“ნატო მზად უნდა იყოს რუსეთთან რთული ურთიერთობისთვის დიდი ხნით. როდესაც ეს ომი (უკრაინაში) დასრულდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავუბრუნდებით რაიმე სახის კარგ ან ნორმალურ ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დამთავრების პირობები ჯერ კიდევ არ არის, რადგან რუსეთს სურს არა მოლაპარაკება, არამედ კონფლიქტის გაყინვა, რათა მოემზადოს ახალი შეტევისთვის გაზაფხულზე.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს