სტოლტენბერგი – ნატო მზადაა დაიცვას ალიანსის ყველა წევრი და ყველა სანტიმეტრი ბელარუსისა და რუსეთისგან


ავტორი
Front News საქართველო
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზადაა დაიცვას ბლოკში შემავალი ყველა ქვეყანა ბელარუსისა და რუსეთის პოტენციური თავდასხმებისგან.
როგორც მან ჰააგაში (ნიდერლანდები) ალიანსის შვიდი ქვეყნის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მოსკოვსა და მინსკს გაეგზავნა მკაფიო სიგნალი, რომ “ნატო არსებობს იმისათვის, რომ დაიცვას ყველა მოკავშირე, ნატოს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრი”.
სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზადაა დაიცვას თავისი წევრები ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციისგან.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ევგენი პრიგოჟინის დაქირავებულთა ამბოხთან დაკავშირებული მოვლენები “რუსეთის შიდა საქმეა”.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს