სტოლტენბერგი – ნატო უნდა მოემზადოს რუსეთთან დაპირისპირებისთვის, რომელიც ათწლეულები შეიძლება გაგრძელდეს


ავტორი
Front News საქართველო
ნატო უნდა მოემზადოს რუსეთთან დაპირისპირებისთვის, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ათწლეულები. მოკავშირეებმა უნდა გაზარდონ თავდაცვის ინდუსტრია, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
“ნატო არ ეძებს ომს რუსეთთან, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ კონფრონტაციისთვის, რომელიც შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს”, – აღნიშნა მან.
ალიანსის გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, არ არსებობს იმის გარანტია, რომ რუსული აგრესია სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდება.
“შეკავება მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იწვევს ნდობას“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მან ნატოს მოკავშირეებს მოუწოდა გაზარდონ იარაღის წარმოება და შეკვეთები თავდაცვის კომპანიებისთვის ევროპაში, რადგან საბაზრო ეკონომიკებში იარაღის მწარმოებლებს სჭირდებათ ხელმოწერილი კონტრაქტები, რათა მათ შეძლონ წარმოების გაზრდა.
“ეს ნიშნავს ნელი წარმოებიდან მშვიდობიან პერიოდში გადასვლას სწრაფ წარმოებაზე, როგორც ეს აუცილებელია კონფლიქტის დროს“, – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, პუტინი თავისი ქვეყნის ეკონომიკას ხანგრძლივი ომისთვის ამზადებს.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს