სტოლტენბერგი – ნატო ვილნიუსის სამიტზე უკრაინის გრძელვადიანი დახმარების პაკეტს მიიღებს


ავტორი
Front News საქართველო
ნატო უკრაინის გრძელვადიანი დახმარების პაკეტს ვილნიუსში ზაფხულის სამიტზე მიიღებს. ის შექმნილია იმისთვის, რომ უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან მიიყვანოს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატო მიიღებს დახმარების პაკეტს, რომლის მიზანია უკრაინა რამდენიმე წლის განმავლობაში ნატოს სტანდარტებამდე მიიყვანოს. სტოლტენბერგის თქმით, ეს უკრაინას ალიანსთან დააახლოებს.
“უკრაინის მომავალი ნატოშია, მაგრამ ახლა უკრაინისთვის პრიორიტეტია სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ განმტკიცება – სხვა შემთხვევაში წევრობაზე მსჯელობას აზრი არ აქვს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებები უნდა გაფორმდეს, რათა რუსეთმა დროთა განმავლობაში არ შეძლოს ხელახლა შეიარაღება და თავდასხმა.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს