Logo

სტოლტენბერგი – პარტნიორებისთვის მხარდაჭერა აუცილებელია უფრო ადრე, ვიდრე გვიან

პოლიტიკა
1017
Frontnews image description

მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

“უკრაინაში ომიდან რა გაკვეთილიც მივიღეთ, პარტნიორებისთვის მხარდაჭერა აუცილებელია უფრო ადრე, ვიდრე გვიან. მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მხარდაჭერა შეჭრამდე, ასევე მნიშვნელოვანია სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც მოწყვლადები არიან რუსული შეჭრის და რუსეთიდან მომავალი საფრთხეების მიმართ. ამიტომ მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო. 

 

ახლა ჩვენ ვმუშაობთ, როგორ გავაძლიეროთ მხარდაჭერა კიბერ-კრიზის მენეჯმენტთან და უსაფრთხო კომუნიკაციებთან დაკავშირებით. ასე რომ, საჭიროებებზე მორგებული პარტნიორობა და მხარდაჭერა არის იმის ნაწილი, რასაც ვაკეთებთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები