სტოლტენბერგი – ფოკუსირება უნდა მოხდეს რეფორმებზე და იმედი მაქვს, ერთ დღესაც შევძლებთ ერთი ნაბიჯით წინ წასვლას


ავტორი
Front News საქართველო
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველომ ფოკუსირება რეფორმებზე უნდა მოახდინოს, რომ ალიანსში გაწევრიანებისკენ ნაბიჯი გადადგას.
“სამი ქვეყანა ნატო-ს წევრობისკენ ისწრაფვის, ესაა უკრაინა, საქართველო და ბოსნია-ჰერცოგოვინა. ძირითადი ფოკუსი ახლა უკრაინაზეა, მისი მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, რომ დავეხმაროთ ქვეყანამ შეძლოს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ არსებობა. ახლა ყურადღება გაწევრიანებაზე არ არის გამახვილებული, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას განაახლოს თავდაცვითი და უსაფრთხოებითი ინსტიტუციები, რომ წინ წავიდეს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.
საქართველოს საკითხში მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რომ დავეხმაროთ მათ, ნატო-ს წევრობისკენ სვლაში, მაგრამ როგორც იცით, ნებისმიერი გადაწყვეტილება გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოითხოვს სრულ მხარდაჭერას. საჭიროა ყველა წევრის თანხმობა. ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება ნატო-ს შიგნით, რომ ახლა გადავდგათ მომდევნო ნაბიჯი და გვქონდეს წევრობის სამოქმედო გეგმა.
ფოკუსირება უნდა მოხდეს რეფორმებზე და იმედი მაქვს, ერთ დღესაც შევძლებთ ერთი ნაბიჯით წინ წასვლას”, – აცხადებს სტოლტენბერგი.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

ირაკლი ალასანია – ნათელია, რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ

გიორგი ვაშაძე – უკრაინასა და საქართველოს ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ადამიანები “საბჭოთა ბაცილების” გარეშე

ბინის მიტაცება, მუქარა, ფსიქოლოგიური ძალადობა – რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეები თბილისში, ერთ-ერთი მოქალაქის ბინიდან აღარ გადიან