სტოლტენბერგი – პუტინი გრძელვადიან ომს გეგმავს


ავტორი
Front News საქართველო
პუტინი მზად არის გრძელვადიანი ომისთვის და ახალი იერიშების განხორციელებისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, ეს ომიც სხვა ომების მსგავსად მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება.
“რუსეთი გრძელვადიან ომს გეგმავს. ჩვენ ვხედავთ რომ ისინი გადაჯგუფებას ცდილობენ, რათა ახალი შეტევის განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდეთ. დიდი ალბათობით, ეს ომი დასრულდება მოლაპარაკების მაგიდასთან, როგორც ომების უმეტესობა, მაგრამ ნებისმიერმა გამოსავალმა უნდა უზრუნველყოს უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება. ამის მიღწევის საუკეთესო და ყველაზე სწრაფი გზა უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერაა, რათა პრეზიდენტმა პუტინმა გაიგოს, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს