Logo

სტოლტენბერგი – პუტინს სურს არა მშვიდობა, არამედ პაუზა გადაჯგუფებისთვის

მსოფლიო
333
Frontnews image description

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით,  კრემლის ქმედებები მიუთითებს რუსეთის გეგმებზე უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმის განახლების შესახებ, მოლაპარაკებებზე საუბარი კი მხოლოდ დროის მოგების მცდელობაა.

 

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა ბოლო თვეებში 200 000-მდე ახალი ადამიანის მობილიზება მოახდინა და ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ხელმძღვანელობა დანაკარგებს არ ითვალიწინებს. პარალელურად მოსკოვი ცდილობს იარაღისა და საბრძოლო მასალის შესახებ მოლაპარაკებას სხვა ავტორიტარულ მოკავშირეებთან, პირველ რიგში, ირანთან.

 

”რუსეთი იმედოვნებს ომის გაყინვას, რათა ჰქონდეს დრო გადაჯგუფებისთვის, ძალების გადაიარაღებისთვის და შეტევის განახლებისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაიწყოს ჯარების გაყვანა შობამდე, როგორც პირველი ნაბიჯი კონფლიქტის დასრულებისკენ, მაგრამ მოსკოვმა კატეგორიულად უარყო ეს წინადადება. ომი სწორედ პუტინმა დაიწყო და მას დღესაც შეუძლია დაასრულოს უკრაინიდან გასვლით. ახლა არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

 

მისივე თქმით, ომების უმეტესობა ადრე თუ გვიან მთავრდება მოლაპარაკებებით და ზელენსკიმ უკვე შესთავაზა თავისი “მშვიდობის ფორმულა”.

 

“მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც ხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, განუყოფლად არის დაკავშირებული იმასთან, რაც ხდება ბრძოლის ველზე. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, რათა მან შეძლოს გადარჩენა, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ევროპულმა სახელმწიფომ. თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება სიგნალი რუსეთისთვის – და სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომ მათ შეუძლიათ მიიღონ ძალით ის, რაც სურთ. ეს იქნება კატასტროფა უკრაინისთვის. ასევე, ეს გახდის მთელ მსოფლიოს უფრო სახიფათოს და ჩვენ ყველას უფრო დაუცველს. ამიტომ, ეს არის კატასტროფა. ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, შევინარჩუნოთ უკრაინის მხარდაჭერა ამ ზამთარში და იქამდე, რამდენიც საჭიროა“, – აცხადებს  სტოლტენბერგი.

Advertisement