სტოლტენბერგი – ქართველმა ხალხმა არაერთხელ გაუსვა ხაზი მათ მისწრაფებას, რომ ჰქონდეთ დემოკრატიული ქვეყანა

ავტორი
Front News საქართველო
ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს შიდა რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ქვეყნის დემოკრატიული სტანდარტების განვითარებისათვის, სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ მთავრობას, უკან გაეხმო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ პრინციპებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ყველამ იცის, რომ საქართველო არის ნატო-ს უახლოესი პარტნიორი, ჩვენ კი მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ რუსეთს, აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ საქართველო-ნატო-ს პარტნიორობის შესახებ და იმაზე, როგორ შეგვიძლია უფრო გავაღრმაოთ აღნიშნული პარტნიორობა. ასევე, ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე.
რა თქმა უნდა, ჩვენ გიცხადებთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას და პირველ რიგში, ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს შიდა რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ქვეყნის დემოკრატიული სტანდარტების განვითარებისათვის, სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ მთავრობას, უკან გაეხმო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ პრინციპებს. ქართველმა ხალხმა არაერთხელ გაუსვა ხაზი მათ მისწრაფებას, რომ ჰქონდეთ დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროატლანტიკურ რეგიონში. ნატო აგრძელებს თქვენთან პარტნიორობას, ამ მისწრაფებების კვალდაკვალ.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომზე, რუსულ აგრესიაზე, უკრაინის მხარდაჭერაზე. გასულ კვირას, მე ვიყავი კიევში და ჩემი შეტყობინება პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ იყო აბსოლუტურად ცალსახა, რომ ნატო დგას უკრაინის გვერდით დღესაც და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური აქტი, რომელიც უნდა შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ. საქართველო და ქართველი ხალხი ამას ძალიან კარგად იაზრებს. უკრაინა აკეთებს ყველაფერს, რომ თავი დაიცვას და ჩვენ ასევე დავუჭერთ მხარს ამ აქტივობას”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.





