სტოლტენბერგი – რუსეთი ეძებს ალტერნატივებს, ეს აჩვენებს უკრაინელების მიღწევებს


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და არ ვიღებთ, რომ სეპარატისტული ტერიტორიები გამოყენებული იყოს რუსეთის მიერ სამხედრო ბაზების მოსაწყობად, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
“ეს კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ცხადყოფს, თუ რამდენად შორს წასასვლელად არის რუსეთი მზად უკრაინაში სამხედრო მიზნების მისაღწევად.
ასევე ცხადყოფს, რომ ისინი, ფაქტობრივად, გადაყვანილი არიან თავდაცვის რეჟიმზე, რადგან უკრაინელები წარმატებით ახორციელებენ შეტევებს საზღვაო ობიექტებზე ყირიმში, შესაბამისად, რუსეთი ეძებს ალტერნატივებს. ეს აჩვენებს უკრაინელების მიღწევებს რუსულ ფრონტზე თავდასხმაში”, – განაცხადა მან.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს