Logo

სტოლტენბერგი – სამიტზე ნატო უკრაინას მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს გაუგზავნის

უკრაინა
1136
Frontnews image description

ვილნიუსში ივლისის სამიტზე ნატო უკრაინას მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს“ გაუგზავნის, თუმცა ახლა ალიანსის პრიორიტეტი ომის მოგებაში უკრაინის დახმარებაა, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

 

“ნატოს სამიტზე ჩვენ განვიხილავთ უკრაინის მისწრაფებებს გაწევრიანებისკენ და დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს მოკავშირეები უკრაინას მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს გაუგზავნიან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ყველა მოკავშირე მხარს უჭერს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების სურვილს. 

 

მისივე თქმით, უკრაინა და მოკავშირეები გადაწყვეტენ, როდის დადგება დრო გაწევრიანებისთვის ოფიციალური მოწვევისთვის და არა რუსეთი.

 

“ყველაზე მნიშვნელოვანი, გადაუდებელი ამოცანაა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და უზრუნველყოთ მისი, როგორც ევროპის სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოს  გამარჯვება”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

Advertisement