სტოლტენბერგი – თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები შეწყვეტენ ბრძოლას, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს, უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ბრძოლისთვის

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მალე არ დასრულდება, ამიტომ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ბრძოლისთვის, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
“ომების უმეტესობა მოსალოდნელზე მეტხანს გრძელდება, ამიტომ უნდა მოვემზადოთ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის”, – აღნიშნა მან.
სტოლტენბერგის თქმით, ყველას სურს სწრაფი მშვიდობა, მაგრამ თუ უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, მათი ქვეყანა აღარ იქნება.
“უნდა ვაღიაროთ: თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები შეწყვეტენ ბრძოლას, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს… თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი იარაღს დადებენ, ჩვენ გვექნება მშვიდობა“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, უკრაინა საბოლოოდ ნატოს წევრი გახდება.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი




