Logo

სტოლტენბერგი – წლების განმავლობაში გვაქვს მზადყოფნა არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო გაძლიერებასთან, არამედ მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით

პოლიტიკა
907
Frontnews image description

წლების განმავლობაში გვაქვს მზადყოფნა არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო გაძლიერებასთან, არამედ მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორიც იყო საქართველოში 2008 წელს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

“ჩვენ მზად ვართ და წლების განმავლობაში გვაქვს მზადყოფნა, არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო გაძლიერებასთან, არამედ მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებითაც, როგორიც იყო საქართველოში 2008 წელს. 

 

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ომი უკრაინაში არ დაწყებულა გასულ წელს, ის დაიწყო 2014 წელს. ასე რომ, განსაკუთრებით 2014 წლიდან, ნატომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი გაძლიერება, კოლექტიური თავდაცვა განახორციელა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მისივე თქმით, რუსეთის ბირთვულ პოლიტიკაში ჯერჯერობით რაიმე ცვლილება არ შეინიშნება, რაც მოითხოვდა ცვლილებას ნატო-ს ბირთვულ პოლიტიკაშიც.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები