Logo

სტოლტენბერგი – უკრაინას აქვს საკუთარი ტერიტორიის გათავისუფლების შესაძლებლობა

უკრაინა
402
Frontnews image description

უკრაინას აქვს საჭირო იარაღი და საბრძოლო მასალა თავისი ტერიტორიის რუსი ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი ომის მიმდინარეობა არაპროგნოზირებადია, ამიტომ ვერავინ იტყვის ზუსტად როგორ დასრულდება.

 

”რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ უკრაინას მიეწოდება შესაძლებლობები, იარაღი, საბრძოლო მასალა და წვრთნა ნატოს წევრი ქვეყნებიდან და სხვა მოკავშირეებისგან… ისინი მიწოდებულია ისე, რომ მათ ჰქონდეთ საჭირო შესაძლებლობები მეტი ტერიტორიის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინამ აჩვენა, რომ მას შეუძლია რუსულ ძალებს უკან დაახევინოს და ამის მაგალითია კიევის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქების გათავისუფლება.

 

მისივე თქმით, მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ უკრაინის პოზიციები ფრონტზე, რათა სახელმწიფომ დაიბრუნოს დამოუკიდებლობა, პუტინმა კი ომი წააგოს.

Advertisement