სტოლტენბერგი – უკრაინელებს კონტრშეტევის დროს ყველა შეიარაღება და მათ შორის ცხრა კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი ბრიგადა დაეხმარება

ავტორი
Front News საქართველო
დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინას დახმარება გაუწიეს, რაც მას ტერიტორიების დეოკუპაციის საშუალებას მისცემს, მაგრამ არ შეიძლება არ შეფასდეს, რუსეთის მზადება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ომები არსებითად არაპროგნოზირებადია, მაგრამ უკრაინამ უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის დეოკუპაცია.
სტოლტენბერგის თქმით, ნატოს ქვეყნებიდან უკრაინელებს კონტრშეტევის დროს ოკუპანტებისგან მეტი ტერიტორიის განთავისუფლებაში ყველა შეიარაღება და მათ შორის ცხრა კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი ბრიგადა უნდა დაეხმაროს.
“მაგრამ არ შეიძლება არ შევაფასოთ რუსები. ფრონტის ხაზი დიდი ხნის განმავლობაში სტატიკური იყო, რუსულმა ძალებმა შეძლეს შეექმნათ მნიშვნელოვანი თავდაცვითი ხაზები უკრაინის შეიარაღებული ძალების დაგეგმილი კონტრშეტევის მოსაგერიებლად”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


