Logo

სტოლტენბერგი – ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ ომში პუტინის მიზნები შეიცვალა

უკრაინა
754
Frontnews image description

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმა უკრაინის კონტრშეტევის სტაბილურ პროგრესს, მაგრამ აღნიშნა, რომ რუსეთის მიზნები უკრაინის წინააღმდეგ ომში არ შეცვლილა.

 

ნატოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ სტოლტენბერგმა ლატვიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

“გენერალური მდივანი მიესალმა უკრაინის კონტრშეტევის სტაბილურ პროგრესს, რომლის დროსაც უკრაინელმა ჯარებმა გაარღვიეს რუსეთის პირველი თავდაცვის ხაზი და ახლა მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ამასთან, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ვერ ხედავს ნიშნებს, რომ პუტინის მიზნები შეიცვალა.

 

“გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ რჩება ყველაზე დიდ საფრთხედ ჩვენი უსაფრთხოებისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

 

ამის გათვალისწინებით, ის მიესალმა ნატოს წევრების მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც აძლიერებს უკრაინის უნარს უკან დაახევინოს რუსულს ძალებს, მათ შორის უკრაინაში პირველი ამერიკული “აბრამსის” ტანკების ჩასვლას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement