სტოლტენბერგი – ზელენსკიმ მიიღო ნატოს სამიტზე მიწვევა და მას დაესწრება

ავტორი
Front News საქართველო
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ალიანსის ზაფხულის სამიტზე მიიწვია და ის სამიტს დაესწრება.
ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა რამშტაინის შეხვედრის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ზელენსკისთან განვიხილეთ ნატოს ივლისის სამიტისთვის მზადება, მოვიწვიე და მოხარული ვარ, რომ მიიღო მოწვევა და დაესწრება სამიტს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, სამიტმა უნდა დაადასტუროს უკრაინის მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს საჭიროა და მიიღოს მრავალწლიანი პროგრამა, რომელიც დაეხმარება უკრაინას გადავიდეს საბჭოთა სტანდარტებიდან და დოქტრინებიდან ნატოს სტანდარტებზე.
ნატოს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი




