სტრასბურგის სასამართლომ ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა
მსოფლიო
1188

ავტორი
Front News საქართველო
სტრასბურგის სასამართლომ ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დღეს გამოიტანა.
სასამართლომ ასევე დაავალდებულა რუსეთის ხელისუფლება ლიტვინენკოს ქვრივს კომპენსაციის სახით 100 000 ევრო გადაუხადოს.
ალექსანდრ ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში მოწამლეს.





