Logo

სტრასბურგის სასამართლომ ომბუდსმენს სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვაზე უარი უთხრა

პოლიტიკა
629
Frontnews image description

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ომბუდსმენის აპარატს დროებითი ზომის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მესამე მხარედ ჩართვაზე უარი უთხრა.

 

როგორც ნინო ლომჯარიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, სტრასბურგმა მათ მისწერა, რომ ამგვარ პროცედურას სასამართლო მხოლოდ მაშინ ითვალისწინებს, როდესაც საქმის არსებითი განხილვა იწყება. სააკაშვილის საქმეზე კი ჯერ არსებითი განხილვა არ დაწყებულა.

 

მისივე განმარტებით, შაბლონური აკრძალვა, რომ დროებითი ზომის ფარგლებში მე-3 მხარის ჩართვა არ შეიძლება, სტრასბურგს არ აქვს, თუმცა სასამართლოში ასეთი დამაკვიდრებული პრაქტიკა არსებობს. 

 

ლომჯარიას თქმით, ისინი სტრასბურგს მიმართავენ, როდესაც საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები