“სტრასბურგმა საქართველოს ხელისუფლებას კითხვა დაუსვა მე-18 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით”

ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი, სტრასბურგის სასამართლოს მიერ ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
უფლებადამცველის ინფორმაციით, სასამართლო კითხვას სვამს მე-18 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებითაც.
"სასამართლო ახსენებს ტიმუშენკო-უკრაინის წინააღმდეგ და ნავალნი – რუსეთის წინააღმდეგ საქმეებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ხაზგასასმელია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას კითხვა დაუსვა მე-18 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ მე-18 მუხლი არის სწორედ კონვენციის ის მუხლი, რომლის დარღვევაც დღის წესრიგში დგება მაშინ, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დევნა.
აღიარება გვაქვს მოსმენილი ირაკლი კობახიძისგან, რომელსაც უკან ედგა "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო სრული შემადგენლობით, გახარიასგან, რომ ნიკა მელიას დაჭერაზე გადაწყვეტილება, ეს არ იყო სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომელსაც იღებენ წესით შესაბამისი ორგანოები, არამედ "ქართული ოცნება", პოლიტიკური პარტიის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ოპონენტი პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაპატიმრებაზე", – აცხადებს საძაგლიშვილი.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე კომუნიკაცია დაიწყო. როგორც ირკვევა, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას კითხვები უკვე გამოუგზავნა.
თაგები:





