
ავტორი
Front News საქართველო
“სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ “ქართულ ქარტიას“ უერთდება. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მტკიცე მხარდაჭერას და პროდასავლური პარტიების ხედვის ჩამოყალიბებას და წარდგენას. აქედან გამომდინარე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციირებულ „ქართულ ქარტიას“ უერთდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, “ქართული ქარტია“ წარუდგინა.
თაგები:
სტრატეგია აღმაშენებელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს