Logo

“სწრაფად უნდა შედგეს სრული, ძლიერი ოპოზიციური ერთიანობა საქართველოს პარლამენტში”

საზოგადოება
438
Frontnews image description

პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ბრძოლა გრძელდება იმისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციამ მოიპოვოს დამაჯერებელი გამარჯვება და ამის საფუძველზე მოითხოვოს ვადამდელი არჩევნები. მანამდე კი, მისი განმარტებით, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.

"მინდა გამოვხატო ჩემი გულდაწყვეტა იმის თაობაზე, რომ შეთანხმებას დღეს არ აქვს ყველა ოპოზიციის წარმომადგენლის ხელმოწერა. ჩემი სურვილი იქნებოდა ჩვენ შევკრებილიყავით დღეს სრული შემადგენლობით, მაგრამ ამავე დროს მინდა ავუხსნა საზოგადოებას, რომ მათ შორის, დღევანდელი შეხვედრა ბატონ მიშელთან ემსახურება სწორედ იმას, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიაროთ მასთან ერთად შეთანხმების ყველა ის პუნქტი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად და პირველ რიგში, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის. 

იმედი მაქვს, სულ მალე ვიხილავთ ორივე პოლიტპატიმარს თავისუფლებაზე, ამის შემდეგ მე შემიძლია გითხრათ და იმედი გაგიზიაროთ, რომ ეს უკვე გახსნის გზას იმისთვის, რომ ოპოზიცია სრული შემადგენლობით იყოს წარმოდგენილი აქ, პარლამენტში და სრული შემადგენლობით დავიწყოთ იმ ცვლილებების განხორციელება, რომელმაც უნდა მიიყვანოს ქვეყანა იმ არჩევნებამდე, რომელიც პოლიტიკური დატვირთვით იქნება რეფერენდუმი ამ ქვეყნის მომავალზე, მე ვგულისხმობ ადგილობრივ არჩევნებს. ამიტომ სწრაფად უნდა გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, სწრაფად უნდა შედგეს სრული, ძლიერი ოპოზიციური ერთიანობა საქართველოს პარლამენტში, გავაგრძელოთ ბრძოლა, მოიპოვოს ოპოზიციამ გამარჯვება და ამის საფუძველზე მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები და ივანიშვილის რეჟიმი ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ"-განაცხადა სამადაშვილმა.

პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები იკრიბებიან.

თაგები:

Advertisement