Logo

სტუბი - პუტინმა თავისი ქმედებებით გააერთიანა ევროპა, გააფართოვა ნატო და გაზარდა ალიანსის თავდაცვის ხარჯები

უკრაინამსოფლიო
266
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი საგარეო პოლიტიკით ევროპა ვლადიმერ პუტინზე მეტად გამოაფხიზლა, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.

"ტრამპმა ევროპა საგარეო პოლიტიკაში გამოაღვიძა, პუტინმა უსაფრთხოების სფეროში. თუ ნატოს თავდაცვის ხარჯებს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ევროპა პუტინის გამო უარესისთვის ემზადება. ამავდროულად, ტრამპმა საკმაოდ წარმატებით მოახერხა ევროპაზე ზეწოლა, რათა გაეზარდა თავდაცვის ხარჯები“, - განაცხადა სტუბმა.

ამავდროულად, ფინეთის პრეზიდენტის თქმით, პუტინმა ყველა სტრატეგიული მიზანი ვერ შეასრულა.

"ეს, ალბათ, თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდი სტრატეგიული გეოპოლიტიკური მარცხია“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

სტუბის თქმით, პუტინის არცერთი მიზანი არ არის მიღწეული - თავისი ქმედებებით მან გააერთიანა ევროპა, გააფართოვა ნატო ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე და ფაქტობრივად გაზარდა ნატოს თავდაცვის ხარჯები მშპ-ს ორიდან ხუთ პროცენტამდე.

"თუ ტერიტორიულ დაპყრობებზე ვისაუბრებთ, ის 12 წელია, ცდილობს უკრაინის დონეცკის ოლქის მიტაცებას, რომლის ნახევარიც რეალურად ომის დაწყებამდეც კი მიიტაცა“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

Advertisement