Logo

სტუდენტები ლიკა ლორთქიფანიძის და თათია აფრიამაშვილის პატიმრობას აპროტესტებენ

საზოგადოება
3 დღის წინ / 21:18
299
Frontnews image description

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები ლიკა ლორთქიფანიძის და თათია აფრიამაშვილის პატიმრობას აპროტესტებენ.

სტუდენტების თქმით, 19 და 20 წლის გოგონების უსაფუძვლოდ დაკავებას არავინ უნდა შეეგუოს.

სტუდენტები მსვლელობით პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეურთდებიან.

"ქართული ოცნების" დეპუტატის მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე აქტივისტებს - ლიკა ლორთქიფანიძეს და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფთა ხმაური მოჰყვა.

მარიამ ლაშხმა თათია აფრიამაშვილის და მაგდა მამუკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი 17 მაისს მომხდარის გამო შეიტანა. ერთ-ერთ კაფეში, სადაც დეპუტატი დედასთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტები მივიდნენ  შეძახილებით: "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, არა რუსეთის მონებს, ძირს რუსეთის მონები".

Advertisement