
ავტორი
Front News საქართველო
სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა ნამოხვანჰესის წინააღმდეგ აქცია გამართეს. ახალგაზრდები მზიურის პარკში შეიკრიბნენ და რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მათ კარვებიც გაშალეს, სადაც უახლოესი კვირების განმავლობაში ღამეებს გაათევენ. სტუდენტები საინფორმაციო კამპანიის დაწყებასაც აპირებენ.
"დღევანდელი დღე შედგა, როგორც სოლიდარობის აქტი რიონის ხეობის მცველებისადმი. ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიას, შეხვედრებს. ჩვენ უნდა მოვიწვიოთ აქ დარგის სპეციალისტები, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ სტუდენტები, ყველა დაინტერესებული პირები მეტად ინფორმირებულები იყვნენ იმ კაბალური ხელშეკრულების შესახებ, რომელიც გაფორმდა ხელისუფლებასა და "ენკას" შორის. ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა პრობლემულ ასპექტზე.
ეს პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, უნდა დასრულდეს საზოგადოებისთვის ხელსაყრელი შედეგით"-აცხადებენ სტუდენტები.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართლადამცველებიც.
რიონის ხეობაში კი ადგილობრივებმა კარვებში მე-200 ღამე გაათენეს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს