“სტუდენტურ დერბში” “ევროპის უნივერსიტეტის” გუნდმა გაიმარჯვა


ავტორი
Front News საქართველო
ფუტსალის ლიგა 2-ის II ტურის შეხვედრები "ევროპის უნივერსიტეტისა" და საქართველოს უნივერსიტეტის მატჩით დასრულდა.
"სტუდენტურ დერბიში" "ევროპის უნივერსიტეტის" გუნდმა 4:2 გაიმარჯვა.
დერბის პირველი ტაიმი ფრედ 2:2 წარიმართა. შეხვედრის განახლებიდან ერთ წუთში EU დაწინაურდა, მატჩის დასრულებამდე კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო და პირველი სამი ქულა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი გიორგი ლაზვიაშვილმა გაიფორმა, "ევროპის უნივერსიტეტს" კი ორი გოლით გიორგი კუპრეიშვილი დაეხმარა.
27 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში სტარტს ფუტსალის ლიგის თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპი აიღებს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს