“სუხიშვილების” 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ექსპოზიცია იხსნება - პროექტის მხარდამჭერი "საქართველოს ბანკია"


ავტორი
Front News საქართველო
2 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილების“ 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა “ტრიუმფის 80 წელი” გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი და SOLO.
გამოფენის ფარგლებში, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ქართული ბალეტის ისტორიას, მის კულტურულ მნიშვნელობას და სუხიშვილების ანსამბლის წარმატების ამსახველ ფოტომასალას.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ისტორიული ფოტოები, უნიკალური სასცენო კოსტიუმები, რომელიც დამთვალიერებლებს სუხიშვილების ანსამბლის 80 წლიან ისტორიაში ამოგზაურებს და ქართული კულტურის მდიდარ ისტორიას გაახსენებს.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
საქართველოს ბანკი "სუხიშვილების" მთავარი სპონსორია.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს