Logo

“სულისკვეთებით, მშვიდობით და სიმრავლით დავძლევთ ყველა იმ ბარიერს, რომელიც ჩვენ წინაშე დადგება”

საზოგადოება
1511
Frontnews image description

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მასშტაბური აქცია დასრულებულია, თუმცა აქტივისტების ნაწილი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.

გადაწყდა, რომ შეიქმნება მოხალისეების ჯგუფები, რომლებიც რიონის ხეობას პატრულირებას გაუწევენ. ხალხმრავალი აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო აქცია უკვე თბილისში, პარლამენტთან გაიმართება. 

"ჩვენ დღეს ვუთხარით ხელისუფლებას, რომ შენ თუ არ იქნები ჩვენი მსახური, ჩვენ აუცილებლად გაგიშვებთ და მოვიყვანთ იმ ხალხს, ვინც იქნება ჩვენი მსახური. ჩვენ გვაქვს იმედი, როგორც სამოქალაქო საზოგადოება გავერთიანდებით და ყოველთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველგვარი სიმბოლიკებისა და პოლიტიკანობის გარეშე, სულისკვეთებით, მშვიდობით და სიმრავლით დავძლევთ ყველა იმ ბარიერს, რომელიც ჩვენ წინაშე დადგება", – განაცხადა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, დღეს, დაახლოებით 22 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. აქცია "მრავალჟამიერით" დასრულდა.

თაგები:

Advertisement