სულხან თამაზაშვილი - აჭარა საზღვაო ტურისტულ სეზონს განახლებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით ხვდება


ავტორი
Front News საქართველო
აჭარა საზღვაო ტურისტულ სეზონს განახლებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით ხვდება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებაზე განაცხადა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ რეგიონში წარმატებული ტურისტული სეზონის მოლოდინია. მისი თქმით, ვიზიტორების რაოდენობა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მზარდია, რაც სტაბილურობისა და მშვიდობიანი გარემოს პირობებში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.
"აჭარა საზღვაო ტურისტულ სეზონს ხვდება განახლებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით. ეტაპობრივად გავხსნით კიდევ ბევრ ახალ ტურისტულ ობიექტს. ამასთან, უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი წესრიგისა და ჯანმრთელობის დაცვა. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით საპოლიციო და სამაშველო ძალები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და ზრუნავენ როგორც ადგილობრივების, ასევე ტურისტების უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს